რატომ უნდა აირჩიოთ კომპანია SAFE და ჩვენი პროდუქცია?

კომპანია ტექსერვისი დაარსდა 2007 წელს. 2015 წლამდე კომპანია „C-Shop“-ის სახელით იყო წარმოდგენილი. 2015 წლიდან მოხდა კომპანიის რებრენდინგი და მას შემდეგ არის „ტექსერვისი“-ს სახელით. 2017 წელს ჩვენს კომპანიაში დავიმატეთ „SAFE“-ის სახელით უსაფრთხოების სისტემების გაყიდვებისა და მონტაჟის მიმართულება. ჩვენ ვქმნით პირველ ქართულ ბრენდს უსაფრთხოების პროდუქციაში, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი ხარისხითა და ხელმისაწვდომობით. ჩვენი მიზანია ბაზარის მოთხოვნის შესაბამისად დავხვეწოთ და განვაახლოთ პროდუქცია. კომპანია SAFE მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოების სისტემებსა და მომსახურების ფართო სპექტრს. დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ 4 ფილიალით :
M-ვარკეთილი, სათაო ოფისი – ს. თაყაიშვილის #37
M-სადგურის მოედანი – ც. დადიანის #3/5
M-წერეთელი – ა. წერეთლის #40

გვაქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება მომსახურების სფეროში. წლების განმავლობაში ხდებოდა ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება. საქმისადმი ჩვენი ინტერესით და სწორი დამოკიდებულებით შევიძინეთ უამრავი ერთგული მომხმარებელი.

პროდუქცია და სერვისი

სამეთვალყურეო კამერები • ჩამწერები კამერებისთვის • არასტანდარტული კამერები (ფარული, PTZ და სხვა) • სიგნალიზაციები • დაშვების სისტემები • კონსულტაცია და რეკომენდაციები • დაგეგმვა, მონტაჟი და უზრუნველყოფა • ჩამწერების და კამერების შეკეთება კომპონენტურ დონეზე • ოპტიკური კაბელის დაკაბელება და ოპტიკის შედუღების სამუშაოები

 2306 606 – ოფისის ნომერი
📱 591 544 455 – გაყიდვების სამსახური
📱 591 571 157 – ტექნიკური სამსახური